თსუ-ს, პოზნანის ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტისა და ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ასევე, პოლონელ და ქართველ იურისტთა ასოციაციის მხარდაჭერით, ქართულ-პოლონურ სტუდენტურ გაცვლით პროგრამას უმასპინძლა პროფესორმა არკადიუშ ვუდარსკიმ და კოლეგიუმ პოლონიკუმის ხელმძღვანელობამ.
საზაფხულო სკოლა, რომელიც გაიმართა 24.06.-01.07.2024 წელს ქალაქ ბერლინში, ქალაქ ოდერის ფრანკფურტსა და ქალაქ სლუბიცეში, განკუთვნილი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის.
სკოლის ფარგლებში მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, შერჩეულ სამართლებრივი პრობლემატიკაზე გაეკეთებინათ მოხსენებები გერმანულ ან/და ინგლისურ ენაზე და გაემართათ დისკუსია პოლონელ სტუდენტებთან ერთად. სკოლა ასევე ითვალისწინებდა ვიზიტებს გერმანიის საკანონმდებლო და სასამართლო ორგანოებში. გარდა პროფესიული დისკუსიისა, საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავდა ერთმანეთის გაცნობისა და კულტურული ურთიერთგაცვლის შესანიშნავ შესაძლებლობებს.
პოლონური მხრიდან სკოლას ხელმძღვანელობას უწევს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდი ხნის მეგობარი, შთეთინის უნივერსიტეტის პროფესორი, ბატონი არკადიუშ ვუდარსკი; წელს უკვე მეორედ მიეცათ შესაძლებლობა ქართველ სტუდენტებს, მონაწილეობა მიეღოთ შედარებითი სამართლებრივი ფორმატის - IUS PRIVATUM-ის ფარგლებში მოხსენებების სერიაში, რომელსაც პროფ. ვუდარსკი ყოველწლიურად მართავს. წინა წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პროექტში დისტანციურად მონაწილეობდნენ, წელს კი, ადგილზე წარადგინეს მოხსენებები შემდეგმა სტუდენტებმა: მედეა ანსიანი, თამარ ჯახუა, გიორგი გეწაძე, ლალი კალიჩენკო, გიორგი წერეთელი, ნუგზარი ედიშერაშვილი და გვანცა ხაჩიძე.
ქართული მხრიდან სკოლას ორგანიზება გაუწია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა - ქალბატონმა თამარ ზარანდიამ, დეკანის მოადგილემ - ბატონმა გიორგი დგებუაძემ, ამავე უნივერსიტეტის პროფესორმა - გიორგი ხუბუამ და მოწვეულმა ლექტორმა - თამარ ერგემლიძემ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მადლობას უხდის პროფ. ვუდარსკის, პროექტის ორგანიზატორებსა და პროექტის თითოეულ მონაწილეს და იმედს გამოთქვამს, რომ უნივერსიტეტებს შორის დაწყებული თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.